
დედამიწის კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში განხორციელდა კიდევ ერთი შთამბეჭდავი და სიმბოლური აქტივობა.
სკოლის სივრცეში დაიდგა ხელოვნური „ცოცხალი ხე“, რომელიც მოსწავლეთა იდეებისა და სურვილების გამოხატვის ერთგვარ პლატფორმად იქცა. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ფერად ბარათებზე დაწერეს თავიანთი სურვილები, მესიჯები და პირობა, რომ მეტად გაუფრთხილდებიან გარემოს, დაიცავენ ბუნებას და იზრუნებენ დედამიწის მომავალზე.
ეს ბარათები სიმბოლურად „ფოთლებად“ იქცა და ხის ტოტებზე ჩამოიკიდა. თითოეული ფურცელი გამოხატავდა მოსწავლის პასუხისმგებლობასა და მზადყოფნას, შეიტანოს საკუთარი წვლილი გარემოს დაცვაში. აქტივობამ განსაკუთრებული ემოცია და ჩართულობა გამოიწვია, რადგან მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი სიტყვებით დაეფიქსირებინათ დამოკიდებულება ბუნების მიმართ.
„სურვილების ხე“ თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მარტივი იდეით შეიქმნას ძლიერი მესიჯი - დედამიწის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.
იხილეთ ფოტოები: