განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა IX, X და XI კლასების მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ვიქტორინა მოაწყო
22-05-2026

დედამიწის კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, IX, X და XI კლასების მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა – ვიქტორინა მოაწყვეს.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის, ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. ვიქტორინაში მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს ბუნების დაცვის, ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების თემებზე.

თითოეულ კლასში გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი ცოდნა და აქტიურობა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები – ეკოკლუბის მიერ შექმნილი ეკოჩანთები გადაეცათ. აღნიშნული ჩანთები წარმოადგენს ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივას ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების ნაცვლად და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკოკლუბის მთავარი მიზნის - გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

ვიქტორინამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და ხელი შეუწყო მათში გარემოსდაცვითი საკითხებისადმი მეტი ყურადღების გაღვივებას. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებაში და მათ მოტივაციას ზრდის, გახდნენ გარემოზე ზრუნვაში უფრო აქტიური მოქალაქეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203