განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ წევრებმა ეკოჩანთები შეკერეს
21-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ წევრები აქტიურად Ჩაერთვნენ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებში და  სკოლაში დედამიწის დღის კვირეული გამოაცხადეს. ეკოკლუბელებმა შეკერეს ეკოჩანთები, რომლებიც წარმოადგენს ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივას.

შეარჩიეს თემატური ილუსტრაციები, რომლებიც ასახავს დედამიწის მნიშვნელობასა და გარემოს დაცვის აუცილებლობას და ეკოჩანთები მოხატეს ფუნჯებით. ნამუშევრებში გამოიყენეს სიმბოლოები და შეხამებული ფერები, რომლებიც გამოხატავს ბუნების სილამაზეს, ეკოსისტემის დაცვას და ადამიანის პასუხისმგებლობას პლანეტის მიმართ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო საზოგადოების  ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, პლასტიკის გამოყენების შემცირების პოპულარიზაცია და ეკომეგობრული ქცევების წახალისება.

მოსწავლეები შეეცადნენ, რომ ეს ჩანთები არ ყოფილიყო მხოლოდ პრაქტიკული ნივთი, არამედ  გადაქცეულიყო გზავნილად და შეეხსენებინა თითოეულისთვის, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

„აქტივობამ ხელი შეუწყო  ეკოკლუბის  მიზნების განხორციელებას და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას როგორც ეკოკლუბის წევრებისთვის, ისე გარშემომყოფებში. ვფიქრობთ, რომ ასეთი პატარა ნაბიჯები ხელს შეუწყობს დიდი ცვლილებების დაწყებას“,- დასძენენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203