
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „თოლიამ“, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, მორიგი მნიშვნელოვანი და აქტუალური აქტივობა განახორციელა. კლუბის წევრებმა სამიზნე აუდიტორიისთვის მოაწყვეს საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა თემაზე - „წყალი და სანიტარია - მდგრადი მომავლის საფუძველი“.
პრეზენტაციის მსვლელობისას „თოლიას“ წევრებმა დეტალურად მიმოიხილეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი: კლუბის წევრებმა ისაუბრეს მტკნარი წყლის სიმცირესა და იმ საფრთხეებზე, რაც კლიმატის ცვლილებასა და წყლის არარაციონალურ გამოყენებას ახლავს. ხაზი გაესვა სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობისა და გამართული სანიტარული პირობების კავშირს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან. განიხილეს წყლის დაბინძურების პრევენციის გზები და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გავლენა წყლის ეკოსისტემებზე. ეკოკლუბის წევრებმა აუდიტორიას გააცნეს წყლის დაზოგვის თანამედროვე მეთოდები (მაგალითად, წვეთოვანი რწყვის სისტემები აგროკულტურაში) და წყლის მეორადი გამოყენების პრაქტიკები .შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია იმ მარტივ, ყოველდღიურ ნაბიჯებზე, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას წყლის რესურსების დასაცავად.
ეკოკლუბი „თოლია“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისთვის. კლუბის წევრებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი აქტივობებით ისინი ხელს უწყობენ თანატოლებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და რეალური ცვლილებების ინიცირებას საკუთარ თემში.
იხილეთ ფოტოები: