
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა პროექტებით სწავლება, მეთოდი, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის.
შთამბეჭდავია, პროექტი - „სტუმრად საფუნთუშეში“. პროექტი მოსწავლეებისათვის მეტად საინტერესო და პრაქტიკული გამოცდილება იყო.
ბავშვები დააკვირდნენ, როგორ მზადდება სხვადასხვა სახის ცომეული - ხაჭაპური, ღვეზელი და სხვა კერძები. მათ გაიგეს, რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავე, უსაფრთხოების დაცვა და გუნდური მუშაობა.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული მზადების პროცესში.
„მიღებული გამოცდილება განუვითარებს მათ, დაკვირვების უნარს, კომუნიკაციას და თანამშრომლობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ საბოლოოდ პროექტი იყო შემეცნებითი, სახალისო და სასარგებლო გამოცდილება მოსწავლეებისათვის.