„არა სიღარიბეს“ - განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა მდგრადი განვითარების პირველ მიზან​ს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
20-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელთა მორიგი შეხვედრა, მიეძღვნა საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოცლიალური პრობლემის გააზრებასა და მოსწავლეთა სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. 

ეკოკლუბის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე  - „არა სიღარიბეს“, რომელსაც ფასილიტატორობას უწევდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რუსუდან კორთხონჯია. შეხვედრის მიზანი იყო, ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში სიღარიბის მიმართ და ემპათიის გამოწვევა ამ პრობლემისადმი.

მდგრადი განვითარების მიზნების მთავარი ამოცანაა მსოფლიოს მოსახლეობისათვის კეთილდღეობის შექმნა და ცხოვრების გაუმჯობესება.

ამ საერთო ხედვის გათვალისწინებით, მდგრადი განვითარების პირველი მიზანი სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრას და შემცირებას ისახავს მიზნად. მსოფლიო მასშტაბით ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამის პოლიტიკას ატარებენ. მიუხედავად ამისა, სიღარიბის აღმოფხვრა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც ნაკლები ბავშვი იქნება ღარიბი, ნაკლები ადამიანი იქნება უბედური სიღარიბის გამო.

„აუცილებელია შევქმნათ ქვეყანა, რომელსაც ექნება განათლებული, ბედნიერი მომავალი“,- აღნიშნავენ ეკოკლუბელები

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203