განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა დასუფთავების აქცია გამართეს
19-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები გარდა იმისა, რომ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან, ზრუნავენ თანატოლების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე. 

ეკოკლუბელებმა განახორციელეს დასუფთავების აქცია, რომელიც მოიცავდა სკოლის ეზოს ტერიტორიას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიზანი იყო ეკოცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვით საკითხებში სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება, ჯანსაღი და  სუფთა გარემოს შექმნა. ზიანის მომტანი ნარჩენების მოგროვება და მისი სათანადო ადგილზე გადატანა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა განასხვაონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და შეძლონ გადმოსცენ თავიანთი დამოკიდებულება არსებული პრობლემის მიმართ.

აქციის შედეგად გაიწმინდა სკოლის ეზო ნაძვების ნაზამთრალი ტოტებისგან. 

ხელმძღვანელი მასწავლებლები ორგანიზებას უწევდნენ მოსწავლეთა საქმიანობას და მათ სხვადასხვა პერიმეტრზე ანაწილებდნენ.

მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნ. ჯიბლაძემ აღჭურვა ხელთათმანებითა და პოლიეთილენის პარკებით. მოხალისეებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ საერთო საქმეში. 

ეკოკლუბელებმა იციან, რომ ასეთი ღონისძიებები ეხმარება მათ არა მარტო გარემოს დაცვაში, არამედ პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში, გუნდურ მუშაობაᲨი, ერთმანეთის თანადგომაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203