„ინტერნეტდამოკიდებულება“ - განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საინტერესო პროექტი განახორციელა
18-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში სხვადახვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით საინტერესო ღონისძიებებით გამოირჩევა ეკოკლუბი

ეკოკლუბელებმა მორიგი შეხვედრა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას მიუძღვნეს. 

ცნობიერების ამაღლების მიზნით ეკოკლუბის წევრებმა განახორციელეს პროექტი თემაზე -  „ინტერნეტდამოკიდებულება“ - თავისი უარყოფითი შედეგებით.

პროექტის მიზანი იყო ინტერნეტდამოკიდებულების შემცირება და ისეთი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება ფსიქიკურად გაწონასწორებული და ფიზიკურად ჯანმრთელი.

მოსწავლეებმა პროექტის დახმარებით უკეთ გააცნობიერეს, რომ ამ მავნე ჩვევამ შეიძლება ადამიანში პათოლოგიური დამოკიდებულება გამოიწვიოს, უარყოფითად იმოქმედოს ორგანიზმის ყველა სისტემაზე, რამაც შეიძლება პიროვნების დეგრადაციას შეუწყოს ხელი. მობილური მოწყობილობები არღვევს ძილის პროცესებს და ვნებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამიტომ, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა უარის თქმას ინტერნეტდამოკიდებულებაზე, რათა აღიზარდოს ფსიქიკურად გაწონასწორებული და ჯანმრთელი თაობა.

ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომელშიც მოცემული იყო ინფორმაციები ინტერნეტმოხმარების რისკების შესახებ. ბროშურები დაურიგეს და გააცნეს თანატოლებს. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ საფრთხის შემცველი მოწყობილობებიდან გამომავალი რადიოსიხშირული გამოსხივება ტვინის მოქმედებას ანელებს, ცვლის პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობენ ვიზუალურ-მოტორული და სენსორული უნარების განვითარებას.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ საკითხებში ოჯახის, მშობლების მეტი ჩართულობაა აუცილებელი. მათ ბავშვებში სწორი დამოკიდებულებების გამომუშავებას უნდა შეუწყონ ხელი. აქტივობა იყო საგანმანათლებლო და საინფორმაციო, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203