
ისტორია ცოცხალი მეხსიერებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ყოველი წლის 9 მაისს, როდესაც მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აგანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. ეს დღე ჩვენთვის არა მხოლოდ კალენდარული თარიღი, არამედ გაკვეთილია - გაკვეთილი თავდადებისა და ერთიანობის, - ასე ეხმაურება სასკოლო საზოგადოება ისტორიულ თარიღს.
ეს კი დასტურია, რომ აგანის საჯარო სკოლაში პატივს სცემენ წინაპრების ღვაწლს და ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც სასწავლო პროცესს უფრო ემოციურსა და შთამბეჭდავს ხდის:
გამონაკლისი არც 2026 წლის 9 მაისი აღმოჩნდა, ჩატარდა საინფორმაციო საათები, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს მეორე მსოფლიო ომის შესახებ, შექმნეს თემატური ნახატები და აღნიშნეს, როგორი ლამაზი იქნებოდა მსოლიო ომის გარეშე.
ჩვენ კი დავძენთ, რომ აგანის საჯარო სკოლა ამაყად დგას მთავარი ღირებულებების სადარაჯოზე, პედაგოგები კი ცდილობენ, მოსწავლეებს ჩაუნერგონ, რომ ნამდვილი გმირობა დღეს სწავლასა და შრომაშია.
„9 მაისი აგანის საჯარო სკოლაში არის დღე, როდესაც ვამბობთ: „ჩვენ გვახსოვს“ და ვაგრძელებთ მოღვაწეობას განათლებული, ჰუმანური და თავისუფალი თაობების აღსაზრდელად“, - აღნიშნავენ აგანის საჯარო სკოლის წარმომადგენლები.