
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელთა მორიგი აქტივობა ბუნებრივი ეკოსისტემების მნიშვნელობის გააზრებას მიეძღვნა.
ეკოკლუბ „თოლიას“ წევრებმა ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს ჭაობებზე.
ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ბუნებრივი რესურსების გამოყენების თვალსაზრისით და ჭაობების პოზიტიური კუთხით დანახვა.
ეკოკლუბელებმა ისაუბრეს ჭარბტენიანი ტერიტორიების ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებზე. ასეთ ტერიტორიებს - „დედამიწის თირკმლებსაც“ უწოდებენ, რადგან ისინი ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის უდიდეს ნაწილს შთანთქავენ და მეტიც, მსოფლიოს ტყეებთან შედარებით ისინი ორჯერ მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავენ.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ჭაობები არეგულირებენ წყლის რეჟიმს, მოქმედებენ კლიმატის ცვლილებების შედეგების შემსუბუქებაზე, ხაზი გაუსვეს, რომ ჭაობს აქვს რეკრეაციული და სამეცნიერო მნიშვნელობა. ისაუბრეს იმაზე, რომ ჭაობების ხელყოფა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას, ხელს უწყობს გლობალური დათბობის მოახლოებას. მოსწავლეები გაეცნენ საქართველოში არსებულ ჭარბტენიან ტერიტორიებსაც.
შეხვედრა საინტერესოდ და შემეცნებითად დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: