განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ მორიგი აქტივობა ნიადაგის მნიშვნელობის გააზრებას მიეძღვნა
15-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში, ეკოკლუბ „თოლიას“ წევრთა მორიგი აქტივობა ბუნებისადმი პასუხისმგებლობისა და მზრუნველობის ჩამოყალიბებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ნიადაგის მნიშვნელობის გააზრებას მიეძღვნა. 

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან ყოველწლიურად, 5 დეკემბერს აღინიშნება ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ნიადაგის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელი როლი ყველა ცოცხალი არსებისთვის ჩვენს პლანეტაზე.

ნიადაგი წარმოადგენს ბუნებრივ რესურსს, რომლის დაცვაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოსისტემების მდგრადობისთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ამ დღის აღნიშვნა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

სწორედ ამ მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა სამუშაო შეხვედრა, რომელიც განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში. სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ წევრებმა, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს ნიადაგის მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ნიადაგი არა მხოლოდ სოფლის, არამედ ქალაქის გარემოშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს: იგი გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე, ტემპერატურის რეგულაციაზე, წყლის შეკავებასა და შენარჩუნებაზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნიადაგის ერთ-ერთი მთავარი თვისება ნაყოფიერებაა. მასში არსებული სითბო, ჰაერი, ტენიანობა და საკვები ნივთიერებები განსაზღვრავს მცენარეთა ზრდა-განვითარებას, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს. აქტივობამ მოსწავლეებს დაეხმარა გააცნობიერონ ნიადაგის დაცვის აუცილებლობა და საკუთარი წვლილის შეტანის მნიშვნელობა გარემოს შენარჩუნებაში. შეხვედრა იყო საინტერესო, შემეცნებითი და მოტივაციის მომცემი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203