„ჭიათურის მანგანუმი“ - კვლევიდან პრეზენტაციამდე“ - ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
11-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო აქტივობა მიმართულია ბავშვების მრავალმხრივი განვითარებისკენ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგ აკაკი მოდებაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს საინტერესო სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „ჭიათურის მანგანუმი“ - კვლევიდან პრეზენტაციამდე“.

კვლევის ფარგლებში, მოსწავლეები თავდაპირველად მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ახლოს გაეცნენ მათი კუთხის ისტორიასა და მანგანუმის მოპოვების მრავალწლიან ტრადიციას.

მიღებული ცოდნა და მასალები საფუძვლად დაედო მათ ნაშრომებს. დღეს კი სკოლაში პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა დეტალურად ისაუბრეს: 

  • ჭიათურის საბადოს ისტორიულ და გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე;
  • მანგანუმის როლზე ქვეყნის ეკონომიკაში;
  • რეგიონის ინდუსტრიულ პოტენციალსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203