ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბში ასოცირებული პროფესორს უმასპინძლეს
13-05-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს  ინგლისური ენის კლუბი - Beam With Book, რომლის ფარგლებში მოსწავლეები უცხოურ ენას სიღრმისეულად საინტერესო შემეცნებითი აქტივობებით ეუფლებიან. 

ახლახან, საკლუბო მუშაობის ფარგლებში გაიმართა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა. 

კლუბის წევრებს სტუმრად ეწვია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ქვაჩაკიძე.

​შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ​არტურ კონან დოილის უკვდავი პერსონაჟი - შერლოკ ჰოლმსზე.

შეხვედრა ინგლისურ ენაზე წარიმართა, რაც მოსწავლეებს ენობრივი ბარიერის გადალახვასა და საკომუნიკაციო უნარების დახვეწაში დაეხმარა.

ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა კლუბის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, რამაც კიდევ უფრო გაახალისა შემოქმედებითი გარემო.

​„მადლობას ვუხდით ქალბატონ ნათია ქვაჩაკიძეს მობრძანებისთვის, გაზიარებული ცოდნისა და იმ ინსპირაციისთვის, რომელიც მან ჩვენს მოსწავლეებს შესძინა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203