
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავი აღინიშნა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მასწავლებელმა ასმიკ არზუმანიანმა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ისტორიულ მოვლენებზე, ომში დაღუპულ გმირებზე, გაიხსენეს მათი ბაბუების ისტორიები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირნენ.
სკოლის მთელი პერსონალი მოსწავლეებთაბ ერთად 9 მაისის მემორიალს სტუმრობდნენ, სადაც პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები: