ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში 9 მაისთან დაკავშირებით შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება გაიმართა.
აქტივობა ალასტანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის დამრიგებლის ალლა ევაჯიანის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ომის გმირების ხსოვნას, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს პატრიოტული ნომრები და მშვიდობისადმი მიძღვნილი სიტყვები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მამა მამა ალექსანდრე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და საზოგადოების წევრები.
განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მომენტი იყო სოფელ მაჭადიაში მცხოვრები, ჰამლეთ მარგარიანის მიერ ალასტანის საჯარო სკოლისთვის წიგნის ჩუქება, რომელიც ომის გმირებს ეძღვნება. აღნიშნული საჩუქარი მნიშვნელოვანი შენაძენი და ისტორიული მეხსიერების დაფასების ნათელი მაგალითი გახდა სკოლისათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების გადაცემას.
იხილეთ ფოტოები: