„სუფთა ხელები“ - განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ჰიგიენის საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლებას საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს
13-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ მორიგი საინტერესო აქტივობა ჰიგიენის საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. 

ეკოკლუბელთა აქტივობა -„სუფთა ხელები“ - ემსახურებოდა გააზრებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და ხელების საპნით დაბანა, რაც ეფექტური საშუალებაა დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლის გადასარჩენად.

მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ ხელების დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: საკვების მომზადებამდე, საკვების მიღებამდე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნის შემდეგ, ხველებისა და ცემინების შემდეგ, ნიღბების გამოყენებამდე და შემდეგ. ცხოველებთან შეხების შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, ფულით სარგებლობის შემდეგ.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ადამიანი ინფიცირდება: ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებით, სასმელი წყლით, გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულით, უხარისხო პროდუქტებით.დაავადების რისკის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვან და მარტივ საშუალებას ხელების ხშირი და სწორი დაბანა წარმოადგენს.

დღემ მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203