ტოლერანტული ღირებულებების გაძლიერებისკენ მიმართული შემეცნებით-შემოქმედებითი აქტივობა განმუხურის საჯარო სკოლაში
13-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

რაღა თქმა უნდა სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლაში განხორციელდა შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის, თანაგრძნობისა და განსხვავებულობის მიღების მნიშვნელობის გააზრება.

აქტივობის ფარგლებში შეიქმნა ფლიპჩარტზე რესურსი - ტოლერანტობის ხე. მოსწავლეებმა ფოთლების ფორმის ფერად ფურცლებზე დაწერეს ტოლერანტობის მათეული განმარტებები და გააკრეს ხის ტოტებზე.

„თითოეული ჩანაწერი ასახავდა ბავშვების ხედვას მეგობრობაზე, მხარდაჭერაზე, თანასწორობაზე და ერთმანეთის მიღებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თავად დაამზადეს ინფორმაციული ფლაერები ტოლერანტობის თემაზე და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში, რითაც ხელი შეუწყვეს ცნობიერების ამაღლებას და პოზიტიური კომუნიკაციის კულტურის გავრცელებას.

როგორს სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას, პასუხისმგებლობის გრძნობას და გააძლიერა ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და მხარდამჭერი სასკოლო გარემოს შესაქმნელად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203