განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ წევრთა ექსკურსია-ლაშქრობა ურთას მთაზე 
11-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „თოლია“, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან და ჩართულნი არიან სხვადასხავა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში, მათ შორის მონაწილეობენ მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია“. 

ნიკო კეცხოველის პრემიის 2025 წლის კონკურსის ფარგლებში „მწვანე სკოლის“ მიმართულებით დაფინანსებული პროექტის - „ურთას მთის ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება“ - ერთ-ერთი მთავარი აქტივობა იყო ეკოკლუბ „თოლიას“ წევრთა ექსკურსია-ლაშქრობა ურთას მთაზე.

პროექტის ორგანიზატორებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მოსწავლეები პრაქტიკულად გაეცნენ ბუნებრივ გარემოსა და ადგილობრივ ეკოსისტემებს.

ლაშქრობის განმავლობაში მოსწავლეებმა დააკვირდნენ გარემოს, შეისწავლეს ფლორის მრავალფეროვნება და ადგილზე მოიპოვეს ინფორმაცია მცენარეთა სახეობების შესახებ.

მათ შორის იყო რცხილა, იფანი, კორპის მუხა, ნეკერჩხალი, კედარი, დაფნა, დათვის თხილი და სხვა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში დაკვირვების, კვლევის და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

„მათ უკეთ გააცნობიერეს, რომ ადამიანის ეკოლოგიური ქცევა პირდაპირ გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე და ბუნებაზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“,- დასძენენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203