
11 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებმა უნდა დაასრულონ რეგისტრაცია. etaloni.ge გთავაზობთ, რა მონაცმებს ვეღარ შეცვლიან აპლიკანტები და რა უნდა გაითვალისწინონ პროცესის დასრულებამდე.
11 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტს შეუძლია:
აქვე გეტყვით რომ დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეუძლიათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით. მათი არჩევის წაშლისა და გადანაცვლების საშუალება აბიტურიენტებს აპელაცების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 სააათამდე ექნებათ.
მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის პროცესში ყურადღება გამახვილდეს ძირითად კრიტერიუმებზე, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობაზე, სწავლის საფასურზე, საგამოცდო კოეფიციენტებზე, სწავლების ადგილზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარსა და პროგრამებზე დაწესებულ სპეციალურ მოთხოვნებზე.
საგამოცდო ცენტრები გაიხსენება: თბილისში, ბათუმში ზუგდიდში, ქუთაისში, ფოტში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.