ყველაზე თბილი გაკვეთილი - დაუვიწყარი დღესასწაული მურჯახეთის საჯარო სკოლაში
11-05-2026

გაზაფხული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მურჯახეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ემოციითა და სითბოთი გაფერადდა - მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ეს დედებისთვის დაუვიწყარი მოგონებები ეჩუქებინათ და სკოლის კედლებში ნამდვილი დღე-სასწაული შეექმნათ.

ღონისძიება, რომელიც ბავშვებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით მოამზადეს, პირველივე წუთებიდანვე ემოციური აღმოჩნდა. თითოეულმა ჰანგმა და ბავშვური გულწრფელობით წაკითხულმა ლექსებმა დამსწრე საზოგადოებას სიხარულის ცრემლი მოჰგვარა. 

სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამშვენებდა ფერადი ყვავილები და პატარების ხელით შექმნილი ორიგინალური საჩუქრები. თითოეული ნივთი, რომელიც ბავშვებმა დედიკოებს გადასცეს, სავსე იყო იმ სითბოთი, რასაც მხოლოდ შვილები გრძნობენ.

დღის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი აღმოჩნდა სპეციალურად მომზადებული ვიდეოპრეზენტაცია. ეკრანზე გაცოცხლებულმა ბავშვობის ფოტოებმა მშბლები რამდენიმე წლით უკან დააბრუნა - ეს იყო წამი, როდესაც წარსული და აწმყო ერთმანეთს შეერწყა და დარბაზში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა.

აღსანიშნავია, რომ მურჯახეთის საჯარო სკოლისთვის მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ ტრადიცია არ არის - აქ მადლიერებას, სიყვარულსა და პატივისცემას ასწავლიან.

მურჯახეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ყველა დედას იმ დიდი ამაგისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად სწევენ. ჩვენი მოსწავლეების მიერ მომზადებული ეს დღე კი იყო მცირედი დასტური იმისა, თუ რამდენად ძვირფასები ხართ ჩვენთვის.

ჩვენ ერთად ვზრდით თაობას, რომელმაც იცის სიყვარულის ფასი!“, - აღნიშნავენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203