ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ორგანიზებით ჩატარდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობაზე, ქართული ენის ისტორიაზე, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ენის გრამატიკისა და დამწერლობის თავისებურებებზე.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც განთავსებული იყო საინტერესო ინფორმაცია, ლექსები, გამონათქვამები და ილუსტრაციები დედაენის შესახებ.
იხილეთ ფოტოები: