თაობები ისტორიის სადარაჯოზე - დიდი ხანჩალის სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნეს​
11-05-2026

ისტორია არ არის მხოლოდ წარსული; ის არის გაკვეთილი, რომელიც მომავალს ქმნის. ყოველი წლის 9 მაისს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს - დღეს, რომელმაც კაცობრიობას მშვიდობისა და თავისუფლების იმედი დაუბრუნა. ამ თარიღს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც მომავალი თაობები სწავლობენ გმირობის, თავდადებისა და ერთიანობის ფასს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი ხანჩალის საჯარო სკოლა ყოველთვის აქტიურად ეხმიანება ამ ისტორიულ თარიღს - მოსწავლეები ეცნობიან გმირების ისტორიებს, წარმართავენ თემატურ დისკუსიას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან თანაარსებობას, პატივის მიაგებენ მათ ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა მომავალს.

9 მაისისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში ტრადიციულად იმართება სხვადასხვა აქტივობები:

საინფორმაციო გაკვეთილების ფარგლებში, პედაგოგები მოსწავლეებს აწვდიან ფაქტობრივ მასალას მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ბავშვები ამზადებენ კედლის გაზეთს, აწყობენ გამოფენას, სტრუმრობენ მემორიალს... ​და ეს აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლა ზრდის თაობას, რომელმაც იცის წარსულის ფასი და აცნობიერებს, რომ გამარჯვება არა მხოლოდ ბრძოლაში, არამედ კაცობრიობისა და ჰუმანიზმის შენარჩუნებაშია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203