
„ცხოვრებაში კულტურული იდენტობის ფორმირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია“, - აღნიშნავენ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში, სადაც 4 მაისს, IV დ კლასში შედგა სადამრიგებლო პროექტის - „ქუთაისი - ჩემი გულის ქალაქი“ - შემაჯამებელი ღონისძიება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული თარიღი შემთხვევითი არ ყოფილა. იგი სიმბოლურად დაუკავშირდა ქუთაისობისა და „გვირილობის“ დღესასწაულს, რითაც ხაზი გაესვა ქალაქის ისტორიულ უწყვეტობას.
სიმბოლური „ქუთაისობა“ სკოლის კედლებში იქცა არა მხოლოდ სანახაობად, არამედ ღირებულებით გაკვეთილად, სადაც თითოეულმა მოსწავლემ იგრძნო საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ქალაქის მემკვიდრეობის წინაშე.
„მადლობა, თითოეულ ადამიანს ვინც შესაძლებელი გახადა დღევანდელი დღე შემდგარიყო. მიყვარხართ მეიმედებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: