„მე შენ მიყვარხარ, საქართველო“ - ქართული სულის ზეიმი ნაბახტევის საჯარო სკოლაში 
11-05-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

პირველ მაისს, სკოლაში ეროვნულმა სულმა იზეიმა. გაიმართა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ღონისძიება თემაზე - „მე შენ მიყვარხარ, საქართველო!“

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე იყო ერთგვარი მოგზაურობა სამშობლოს ისტორიაში კულტურასა და სულში - იქ სადაც სიტყვა, სიმღერა და ემოცია ერთიანდება და გულიდან ამოსული სიყვარული ერთ დიდ სათქმელად იქცევა. 

მოსწავლეებმა გულწრფელი მონდომებითა და შემოქმედებითი ენერგიით წარმოადგინეს ნომრები, რომლებშიც ნათლად იგრძნობოდა მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, სცენაზე გაცოცხლდა საქართველოს წარსული და აწმყო ტრადიციები და ღირებულებები.

„ეს დღე არ ყოფილა, უბრალო ღონისძიება - ეს იყო გრძნობა რომელიც ყველას გულში დარჩა. მე შენ მიყვარხარ, საქართველო - სუფთად, ძლიერად და სამუდამოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-2 (ხელ-ი თეონა გელაშვილი), მე-3 (ანა ხმალაძე), მე-4 (ლელა მჭედლიძე), მე-5 ( ციცინო ნოზაძე), მე-6 (ინგა კუჭაძე), მე-7( ლელა სხილაძე), მე-8 (ნათია ლობჟანიძე), მე-9 (მაია რიჟამაძე) და მე-10 ( თამუნა ბუზალაძე) კლასების მოსწავლეები.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მუსიკის პედაგოგი მაია რიჟამაძე და ხელოვნების პედაგოგი ანა ღამბარაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები: ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები -  მანანა აბაზაძე, ნანა ფაჩუაშვილი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელი ინეზა(ზიზი) ელისაშვილი, ხაშურის მინისტარის დასახლების საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლები - ელენე გოგალაძე და ლელა ლომიძე.

მიწვეულმა სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადეს ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, ღონისძიების ორგანიზატორს, პედაგოგ მაია რიჟამაძეს, სკოლის დირექტორ ელზა მაისურაძეს, პედკოლექტივს და მშობლებს გვერდში დგომისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203