
თბილისის N28 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროექტის - „ერთად უკეთესია“ - ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა მოეწყო.
მოსწავლეები ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს შეხვდნენ. ასოციაცია “ანიკა” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე მუშაობს
შშმ პირებთან ერთად, ჩატარდა ერთობლივი შემოქმედებითი და სახალისო აქტივობები, გაკეთდა პრეზენტაციები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანი იყო არამარტო მოსწავლეების არამედ მთლიანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
„ერთად უკეთესია“ მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს მიდგომაა, როცა ერთმანეთს ვეხმარებით. ვიღებთ განსხვავებულ, თანასწორ გარემოს და ერთად ვიმარჯვებთ, ერთად ნამდვილად უკეთესია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტში მონაწილეობდნენ მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები.
პროექტის ხელმძღვანელები არიან - ეკატერინე ოქროპირიძე და ია ტუშური.
იხილეთ ფოტოები: