„ანბანი, რომელიც გვიყვება ისტორიას“-სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი თამილა ნადირაშვილი ზემო მაჩხაანის სკოლაში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა
11-05-2026

7 მაისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში გაიმართა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია - „ანბანი, რომელიც გვიყვება ისტორიას“.

კონფერენციის მიზანი იყო ქართული დამწერლობის გააზრება, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის; მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებლობის გაძლიერება, კვლევითი და პრეზენტაციული უნარების განვითარება და შემოქმედებითი თვითგამოხატვის ხელშეწყობა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლიდან კონფერენციაში მონაწილეობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამილა ნადირაშვილი.

სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექცია გულითად მადლობას უხდის დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობას ასეთი მნიშვნელოვანი, შინაარსიანი და საგანმანათლებლო ღირებულების მქონე კონფერენციის ორგანიზებისთვის.

„მადლობა მასპინძელ სკოლას და სკოლის დირექტორს გულთბილი მასპინძლობისა და ღირსეული გარემოს შექმნისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თამილა ნადირაშვილს სკოლის ლამაზად, ღირსეულად და შინაარსიანად წარმოჩენისთვის, ასევე ქალბატონ მარიამ ტაბატაძესა და ჩვენს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და ღირსეული მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავს სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და დასძენს, რომ მსგავსი კონფერენციები სკოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, კვლევითი და პრეზენტაციული უნარების განმტკიცებას, ეროვნული ღირებულებების გააზრებასა და სასკოლო საზოგადოების აქტიურ ჩართვას საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

„სკოლა და სკოლის დირექცია ყოველთვის მხარს დაუჭერს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობას საგანმანათლებლო პროექტებში, კონფერენციებსა და შემოქმედებით ინიციატივებში, რადგან სწორედ ასეთი აქტივობები ქმნის წარმატებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ სასკოლო გარემოს. მადლობა თითოეულ მონაწილეს ქართული ენის, დამწერლობისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსეულად წარმოჩენისთვის!“,- ამბობს დირექტორი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203