
თბილისის N28 საჯარო სკოლაში, დირექტორმა, ქეთევან დავლიანიძემ სასკოლო საზოგადოებასთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო არსებული საჭიროებების გაანალიზება, მათი ეფექტიანად დაგეგმვა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე დაფუძნებული განვითარების გზების განსაზღვრა.
კონკრეტულად კი შეხვედრა მოიცავდა შემდეგ საკითებს - სკოლის საჭიროებების დიაგნოსტიკა, მათი განვითარების დაგეგმვა, საჭიროებების გარდაქმნა ფუნქციებად, ფუნქციის აღწერა და ინფორმაციის მოძიების ალგორითმები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს სკოლის საჭიროებების დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე, იმ გამოწვევებსა და რესურსებზე, რომლებიც სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება.
იხილეთ ფოტოები: