
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, მასწავლებლებთან ერთად, განახორციელეს ვიზიტი სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონულ სამსახურში, სადაც მოსწავლეები შეხვდნენ სააგენტოს თანამშრომლებს, რომელთა შორის იყო დამსახურებული მეტყევე ქალბატონი ლამზირა კიკალია, იგი ათეული წლებია ემსახურება ტყის დაცვას.
მოსწავლეებმა მისგან მიიღეს საინტერესო ინფორმაცია სატყეო სამსახურის საქმიანობაზე, მნიშვნელობაზე, რეგიონის ტყეებზე სახეობრივ შემადგენლობაზე, ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენაზე.
მოსწავლეებთან ერთად შემუშავდა ადამიანის მავნე ზემოქმედების შესამცირებლად რეკომენდაციები. აღინიშნა, რომ მეტყევეობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს მისიაა, რომლებმაც კარგად იციან რას ითხოვს და რა სჭირდება ბუნებას.
მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები,რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრა მეტად გულთბილ და სასიამოვნო გარემოში შედგა.
მოსწავლეებმა კი უკვე კარგად იციან, რომ საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეს უკავია,რომელსაც ტყის მცველები და მეტყევეები იცავენ. ისინი დაუღალავი შრომით ცდილობენ გაუმკლავდნენ სირთულეებს და მომავალ თაობებს უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე შეუნარჩუნონ.
იხილეთ ფოტოები: