
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოა.
პედაგოგები მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობითა თუ ღონისძიებით უმრავალფეროვნებენ.
7 მაისს, საბუის საჯარო სკოლის V და VI კლასების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა - „ჩვენ ♡ მათემატიკა“.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ანა კოკოშაშვილმა და მარიამ ჭინჭარაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: