მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათემატიკისა და ისტ-ის ინტეგრირებით, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
11-05-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და გაკვეთილების გამრავალფეროვნებაზე ზრუნავენ და სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ. 

ახლახან, მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებლების თანამშრომლობით, VI კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „წილადები“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს წესიერ და არაწესიერ წილადებზე, მათ გამრავლებასა და გაყოფაზე, ასევე სხვადასხვა მათემატიკურ მოქმედებაზე.

მათემატიკის მასწავლებლის დახმარებით ბავშვებმა დაამუშავეს თემის შინაარსი, ხოლო ისტ-ის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, შექმნეს პრეზენტაცია PowerPoint-ის პროგრამაში. 

აქტივობამ ხელი შეუწყო როგორც მათემატიკური ცოდნის გაღრმავებას, ასევე ტექნოლოგიური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას.

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობით, მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით“!- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203