დაშბაშის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა 
11-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავი აღნიშნა. 

ტრადიციულად, წელსაც მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირნენ. მოსწავლეები ეწვივნენ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, ღონისძიება კი შეაჯამეს ლექსებით.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბუნების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203