
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებს მიმართავენ. აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
ახლახან, პროექტის - „XXI საუკუნის იშვიათი და გენეტიკური დაავადებები“ - ფარგლებში, გაიმართა საინტერესო პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს, სადაც ისაუბრეს თანამედროვეობის იშვიათ და გენეტიკურ დაავადებებზე, მათ სიმპტომებზე მკურნალობის გზებზე.
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეებმა თემის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: