
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავი აღინიშნა.
წყემის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა - ნათია ბოჭორიშვილმა, ისაუბრა თემაზე - „ქართველები მეორე მსოფლიო ომში“. პედაგოგმა მოსწავლეებს აჩვენა თომა ჩაგელიშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი - „ქართველები მეორე მსოფლიო ომში - ქერჩი“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირნენ.
შემდეგ კი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები შინმოუსვლელთა მემორიალს სტუმრობდნენ, სადაც პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები: