
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.
მე-4 კლასელები ამჟამად გამრავლების ტაბულას სწავლობენ, პედაგოგი კი მათ მოტივაციაზე ზრუნავს და მრავალფეროვან და სახალისო აქტივობებს სთავაზობს.
ახლახან, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები სახალისო თამაშით გამოავლინეს.
მოსწავლეებმა ტაბულა სიღრმისეულად ისწავლეს და ცოდნა განიმტკიცეს.