
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავი აღნიშნეს.
7 მაისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - როზა ცირდავას ინიციატივით, ამავე სკოლის I და III კლასელები (კლასის დამრიგებლები: ნანა გუჯეჯიანი და ნონა პაპასქირი) ესტუმრნენ სოფლის ცენტრში მდებარე დიდების ობელისკს და პატივი მიაგეს სამამულო ომის გმირებს. ასევე, ყვავილებით შეამკეს ომის მონაწილეების, მათ შორის ექიმ შახი ცირდავას, საფლავი.
პედაგოგი ბავშვებს ესაუბრა შახი ცირდავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განხორციელებული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გმირი წინაპრების ხსოვნის მიმართ პატივისცემის გააზრებას.
იხილეთ ფოტოები: