
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას განსაკუთრებული საღამო აჩუქეს.
ღონისძიება „ფერთა ალტერაცია“ მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციით გამოირჩეოდა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონცერტში მონაწილე მოსწავლეებმა შეასრულეს კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის სიმღერები. მათ მაღალი შემოქმედებითი დონე, მუსიკალური გემოვნება და საოცარი ემოციურობა წარმოაჩინეს.
თითოეული ნომერი მაყურებელმა თბილი აპლოდისმენტებითა და დიდი სიყვარულით მიიღო.
ღონისძიების წარმატებაში მნიშვნელოვანი იყო პედაგოგებისა და ორგანიზატორების პროფესიონალიზმი.
„ფერთა ალტერაცია“ კიდევ ერთხელ იქცა იმის ნათელ მაგალითად, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს ხელოვნებას ახალგაზრდების შემოქმედებითი სამყაროს წარმოსაჩენად.
საღამომ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები დაუტოვა.
იხილეთ ფოტოები: