
თბილისის N161 საჯარო სკოლაში, დირექტორის - თორნიკე გვენეტაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის სივრცეში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პატივსაცემად მემორიალური აბრა განთავსდა. ღონისძიება განსაკუთრებით გაალამაზეს სკოლის მოსწავლეებმა. მათ საგანგებოდ ამ დღისთვის მოამზადეს და შეასრულეს პატრიარქისადმი მიძღვნილი საგალობელი, რამაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი ემოცია გამოიწვია.
„გალობამ და მოსწავლეების მიერ გამოხატულმა მოწიწებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლის როლს არა მხოლოდ განათლების, არამედ ზნეობრივი და სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბებაში“,- გვეუბნებიან სკოლაში და მადლობას უხდიან პედაგოგ სალომე კუპრეიშვილს დირექტორის იდეის ხორცშესხმისთვის.
„განსაკუთრებული მადლიერება გვსურს გამოვხატოთ სკოლის მასწავლებლის, სალომე კუპრეიშვილის მიმართ. სწორედ მისი დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის შედეგია ის, რომ დირექციის ინიციატივა ასეთი სრულყოფილი სახით განხორციელდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: