
თბილისის N161 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა მოგელაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „საქართველო მიყვარხარ“, რომელიც მიეძღვნა ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან კულტურასა და ისტორიას, ხელოვნებასა და თვალწარმტაც ბუნებას, ტრადიციულ ყოფასა და ლიტერატურულ ურთიერთობებს, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა მრავალ უცხო ქვეყნის ცნობილ მწერლებზე, რომლებმაც საქართველოში იმოგზაურეს.
გარდა იმისა, რომ ღონისძიება ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს, გაჯერებული იყო მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრებით.
იხილეთ ფოტოები: