თბილისის N161 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი საჭადრაკო ტურნირის ფინალისტია
11-05-2026

თბილისის N161 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი შემართებით სწავლობენ, ცოდნა და შესაძლებლობები კი მასშტაბურ საჭადრაკო ტურნირზე წარმატებით წარმოაჩინეს. 

N60 სკოლაში გაიმართა რაიონული ოლიმპიადა ჭადრაკში, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. ტურნირი გუნდურ ფორმატში ჩატარდა და გამარჯვებული სწორედ სკოლის გუნდის საერთო შედეგით გამოვლინდა.

თბილისის N161 საჯარო სკოლა ღირსეულად წარადგინეს მე-2 კლასის მოსწავლეებმა: ალექსანდრა მორჩილაძემ, იოანე ვატიტაძემ, რეზი ჩაფიძემ და ლუკა რუხაძემ.

ტურნირი მიმდინარეობდა კონკურენტულ გარემოში, სადაც თითოეულმა მონაწილემ ხუთი პარტია გამართა.

პატარა მოჭადრაკეებმა მაღალი ოსტატობა და მზადყოფნა გამოავლინეს - ეფექტურად იყენებდნენ ტაქტიკურ ილეთებს, რაც არაერთ პარტიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის საერთო შედეგი. ჩატარებულ პარტიებში დაფიქსირდა: 16 მოგება, 1 ფრე და მხოლოდ 3 წაგება. სწორედ, ამ შთამბეჭდავი გუნდური მაჩვენებლის წყალობით, თბილისის N161 საჯარო სკოლა გახდა ტურნირის ფინალისტი.

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენს მოჭადრაკეებს ღირსეულ წარმატებას! დარწმუნებულები ვართ, ჩვენი პატარები კიდევ ბევრჯერ მოუტანენ ჩვენს სკოლას გამარჯვებას“!- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203