მარტვილის N1 სკოლის თეატრალური წრის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „სარჩობელაზედ“ - მიხედვით, სპექტაკლი დადგეს
08-05-2026

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის გმირები გააცოცხლეს. 

სკოლის თეატრალური წრის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ცნობილი მოთხრობის - „სარჩობელაზედ“  მიხედვით დადგმული სპექტაკლით წარდგნენ. 

ახალგაზრდა მსახიობებმა ემოციურად და შთამბეჭდავად გააცოცხლეს ნაწარმოების მთავარი ეპიზოდები, მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შეახსენეს სამართლიანობისა და ადამიანის ღირსების მნიშვნელობა.

ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები და სცენაზე შეძლეს იმ ეპოქის განწყობის, ადამიანური ტკივილისა და სოციალური უსამართლობის წარმოჩენა, რასაც მწერალი საკუთარ შემოქმედებაში განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს.

წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203