ხელოვნებისა და ლიტერატურის საუკეთესო სინთეზი და სცენაზე გაცოცხლებული თოჯინები -  კურზუს საჯარო სკოლაში შემოქმედებითი პროექტები განხორციელდა 
08-05-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. საგნობრივ ცოდნასთან ერთად პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა შემოქმედებითობას. პროექტებით სწავლება კი სწორედ მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია სასწავლო პროექტი - „ზღაპარი სცენაზე“, რომელიც სკოლაში წარმატებით განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით, შემოქმედებითი უნარების სტიმულირება საკუთარი ხელით თოჯინების დამზადებისას და გუნდური მუშაობისა და საჯარო გამოსვლის კულტურის ჩამოყალიბება.

მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი მოაწყვეს და სცენაზე „კომბლეს“ გმირები გააცოცხლეს. 

დედაენის დღეს კი მოსწავლეებმა თოჯინების თეატრის დახმარებით ასოები აამეტყველეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან „ფარდის“ მიღმა ყოფნამ ბავშვებს მეტი თავდაჯერებულობა შესძინა. პროექტმა კი აჩვენა, რომ თოჯინების თეატრი არის ხელოვნებისა და ლიტერატურის სინთეზის საუკეთესო საშუალება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203