ირგანჩაის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა 
11-05-2026

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას. 

„დღეს დედამიწის დღეა! დღე, როდესაც ყველა ვალდებულნი ვართ მცირედი წვლილი შევიტანოთ მის დაცვაში!“,- აღნიშნეს მასწავლებლებმა და არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა მოაწყვეს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა შემეცნებითი აქტივობები - პატარებმა შექმნეს პოსტერები, გააფერადეს მიზნობრივი სურათები, რომლებიც სკოლის ფოიეში გამოიფინა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203