
დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა.
ღონისძიებები ორი დღე, 14 და 15 აპრილს მიმდინარეობდა. პირველ დღეს გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში გამარჯვებულები კლასების მიხედვით გამოვლინდნენ, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები ორ კლასტერად გადანაწილდნენ: მე-5–მე-8 და მე-9–მე-12 კლასები. თითოეულ ჯგუფში გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.
15 აპრილს კი საზეიმო კონცერტი და კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების სიგელებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და სკოლის დირექცია.
სკოლის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებისთვის.
იხილეთ ფოტოები: