
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იმდიდრებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
მათ შორის მოსწავლეები დიდი შემართებით შეუერთდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსს - „ჩინეთი - დიდი შესაძლებლობების ქვეყანა“.
კონკურსში მონაწილეობდნენ - ანასტასია ნადარაია, ანი ბოხუა, ანი ჩაჩიბაია, ლიზი ტაბატაძე და ლიზი დათიაშვილი, რომელმაც საკონკურსო თემას წარმატებით გაართვეს თავი.
მოსწავლეები კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: