
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლა ჩართულია eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.
eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში, eTwinning-ის ფარგლებში, რამდენიმე საერთაშორისო პროექტი ხორციელდება.
მოსწავლეები ქმნიან საკუთარ მდგრად ქვეყანას თანამედროვე AI და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
History Challenge არის პროექტი, სადაც, სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები ერთმანეთს გამოწვევებს უგზავნიან და თავიანთი ქალაქების ისტორიულ ადგილებს წარადგენენ და ისტორიას აცოცხლებენ.
„ცხოვრებისეული უნარების განვითარება“ კი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება განივითარონ მნიშვნელოვანი უნარები: საკუთარ თავზე ზრუნვა, დამოუკიდებლობა, დროის მენეჯმენტი, კომუნიკაცია, ფინანსური წიგნიერება, ჯანსაღი კვება და საყოფაცხოვრებო უნარები.
„ეს პროექტები არა მხოლოდ ცოდნას აძლევს ბავშვებს, არამედ ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, ტექნოლოგიურ უნარებს, საერთაშორისო თანამშრომლობის უნარს აღრმავებს ინგლისურ ენის ცოდნას. ძალიან ამაყები ვართ ჩვენი მოსწავლეებითა და პედაგოგებით - თამუნა სალია, სვეტლანა კატუკია “,- აღნიშნავენ სკოლაში.