დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა ფიზიკის ინტერაქტიული ღია გაკვეთილი 
08-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ. 

აღსანიშნავია, მე-9 კლასში ფიზიკაში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელსაც უძღვებოდა ფიზიკის მასწავლებელი ჰასმიკ ეღოიანი.

გაკვეთილის თემა იყო: „მექანიკა - დინამიკა. ძალა“.

შემაჯამებელი გაკვეთილის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალის მნიშვნელობის, მისი მოქმედებისა და დინამიკის ძირითადი კანონების გააზრებას.

სასწავლო პროცესი წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ განხილვაში, პასუხობდნენ შეკითხვებს, აანალიზებდნენ სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენას და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით აჯამებდნენ მიღებულ ცოდნას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ლოგიკური, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ასევე თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას.

გაკვეთილი საინტერესოდ და შინაარსობრივად წარიმართა, ხოლო მოსწავლეებმა გამოავლინეს როგორც საგნობრივი ცოდნა, ისე აქტიური თანამშრომლობისა და მსჯელობის უნარები.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203