ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება იაღუფლოს საჯარო სკოლაში 
08-05-2026

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

14 აპრილს სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა. 

სკოლის დირექტორმა ვაგიფ მუსაევმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა, დღესასწაული მიულოცა და ქართული ენის სილამაზესა და მისი ცოდნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ღონისძიებით წარდგნენ - მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე, ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე და ქართული ენისა და კულტურისადმი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. 

საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც - მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ასევე შეასრულეს მუსიკალური ნომრები. 

მოსწავლეებს მიმართეს მასწავლებლებმაც და ქვეყნის ეროვნული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203