
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებთი, გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო.
XI და XII კლასების მოსწავლეები ოზურგეთის ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ.
დღის კულმინაცია, კი, უდავოდ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანახი სპექტაკლი - „ქრისტინე“ იყო (რეჟისორი - მარიამ სიხარულიძე, ავტორი - ეგნატე ნინოშვილი).
სპექტაკლმა, მართლაც რომ, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა: მსახიობების უზადო და დახვეწილმა საშემსრულებლო ოსტატობამ, სცენური გადაწყვეტების ორიგინალურობამ და ემოციურმა ინტენსივობამ მაყურებელს ნამდვილად დაუვიწყარი განცდები მოუტანა.
მოსწავლეები თეატრიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: