
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, ვითარდებიან, იძენენ ცოდნას და ახალ გამოცდილებას.
მათ შორის, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ საზოგადოება - „თბილისის ახალგაზრდა ტვინებისა“ (YOUNG MIND TBILISI) და ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ევროპულ პროექტს - რობოტიკისა და ელექტროინჟინერიის სიმპოზიუმი.
მოსწავლეებმა სიმპოზიუმზე წარადგინეს ინოვაციური პროექტი - „თვალის მცველი“, რომელიც ითვალისწინებს თვალების დაცვას კომპიუტერული გამოსხივებისაგან.
პროექტმა დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებს: მარიამ ჯალაბაძეს, ნინო თედორაძეს, ანასტასია ჯინჭარაძეს, ანი მეგრელიძეს, კატერინა ვაჩეიშვილსა და პედაგოგ ცისია კალანდაძეს სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: