
22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლამ უმასპინძლა მასშტაბურ მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციას.
ეს იყო დღე, როდესაც თეორიული ცოდნა, შემოქმედება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა ერთმანეთს შეხვდა.
ამ დღეს სკოლამ უმასპინძლა არა მხოლოდ მოსწავლეთა კონფერენციას, არამედ მეგობრობისა და თანამშრომლობის ნამდვილ დღესასწაულს. პროექტის -„დედამიწა ჩვენი სახლია“ ფარგლებში გამართულმა შეხვედრამ ქართული და სომხური სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები გააერთიანა.
პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ფარგლებში, მოსწავლეებმა და სტუმრებმა არაერთი საინტერესო ეტაპი გაიარეს:
კონფერენცია გახსნეს „დედამიწის პატარა ბინადრებმა“ - მეორეკლასელებმა, რომელთა მხატვრულმა ნომრებმა დარბაზს განსაკუთრებული ხალისი შესძინა.
მონაწილეებმა წარადგინეს 18-მდე მაღალპროფესიული ნაშრომი. მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:
შესვენების დროს სტუმრებმა დაათვალიერეს მაკეტები, ნახატები და კუთხე „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“, სადაც მოსწავლეებმა ნარჩენებისგან შექმნილი საოცარი ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
როგორც ღონისძიების მასპინძელ სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციის მაღალი დონე და შინაარსობრივი მრავალფეროვნება კონსულტანტი მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეების დამსახურებაა:
კონფერენციას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, რომელთა დასწრება და მხარდაჭერა თითოეული მონაწილისთვის უმნიშვნელოვანესი იყო: ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები - ია არწივიძე და ეკა აბაშიძე.
„ყველა სკოლის მოსწავლემ და ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებული მონდომებით იმუშავა. მათ აუდიტორიას გაუზიარეს eTwinning-ის საერთაშორისო პროექტებში მიღებული მდიდარი გამოცდილება. წარმოდგენილი პრეზენტაციები ასახავდა გარემოს დაცვის მიმართულებით დაგროვილ ცოდნასა და იმ უნარებს, რომლებსაც ისინი მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეუფლებიან“,- გვიყვებიან კარტიკამის საჯარო სკოლაში.
მე-11 კლასელების თემები გლობალურ და თანამედროვე ხედვებს ეფუძნებოდა:
1. „ციფრული გონება დედამიწის სამსახურში: AI და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა“ (არეგნაზ აღაბაბიან, სონა გოგორიან, აზნივ კრჯაციან);
2. „დედამიწა ჩვენი სახლია: ერთი პლანეტა — ერთი პასუხისმგებლობა“ (სუსანნა გოგორიან, მილენა მოსოიან).
„ეს იყო დღე, როდესაც საერთო პასუხისმგებლობამ და პლანეტის სიყვარულმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი მეგობრობა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დღის მთავარი შედეგი მოსწავლეების მიერ შემუშავებული „კონფერენციის დეკლარაცია“ გახდა - მოსწავლეთა მკაფიო გზავნილი პლანეტის დასაცავად.
„ეს დოკუმენტი ჩვენი მოსწავლეების ერთიანი ხმაა - ქართველი და სომეხი ახალგაზრდების დაპირება, რომ ისინი ერთად იზრუნებენ ჩვენს საერთო სახლზე, რადგან დედამიწაზე ზრუნვა მარტო შეუძლებელია - ეს მხოლოდ მეგობრობითა და ერთობით მიიღწევა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მადლობას უხდიან თითოეულ მონაწილეს.
„მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ დაუვიწყარი დღისთვის! მადლობა, ვარევანის, ხანდოს, დილიდსკის, ახალციხის №1 და, რა თქმა უნდა, მასპინძელ, კარტიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს! მადლობა ქეთინო მასწავლებელს, რომელიც შეუდარებელი ორგანიზატორია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე